უკრაინის ქალაქ ხერსონში, რომელიც რუსეთის არმიის მიერ არის ოკუპირებული, 24 ივნისის დილას აფეთქდა ავტომობილი. როგორც რუსეთის სააგენტო "ტასი" იტყობინება, რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მოხელე დაიღუპა.
წინასწარი მონაცემებით, დაღუპული ოჯახის, ახალგაზრდობის და სპორტის სამმართველოს ხელმძღვანელი დმიტრი სავლუჩენკოა. ამავე ცნობით, დაზიანდა ორი ავტომობილი, მიმდებარე სახლებში ჩაიმსხვრა ფანჯრების მინები.