Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენო პეტრიაშვილი საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონი გახდა


გენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რომში მიმდინარე პრესტიჟული საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის პირველ დღეს - 24 ივნისს სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა.

ქართული გუნდი შეჯიბრებაზე სულ ოცი სპორტსმენითაა ჩასული. მათგან კონკურენციაში ჯერ მხოლოდ სამი ჩაება და სამივემ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა.

125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველას აჯობა გენო პეტრიაშვილმა. მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონმა ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალის გზაზე სამი მეტოქე დაამარცხა. ფინალში კი პოლონელ რობერტ ბარანთან შეხვედრაში გაიმარჯვა.

97 კილოგრამში საქართველოს სახელით ხალიჩაზე გივი მაჭარაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე ავიდნენ. საბოლოოდ, მაჭარაშვილმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, ოდიკაძემ - მესამე.

25 ივნისს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მედლების რვა კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს ნაკრებს ჩვიდმეტი წარმომადგენელი ეყოლება.

XS
SM
MD
LG