Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთი ბელარუსს გადასცემს სარაკეტო კომპლექსს, „ისკანდერ- ემ“-ს


რუსეთმა გადაწყვიტა, თავის მოკავშირე ბელარუსს გადასცეს სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერ-ემ“-ი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის ავტორიტარ ლიდერთან, ალექსანდრ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების დროს 25 ივნისს სანქტ-პეტერბურგში.

პუტინის თქმით, სისტემები მინსკს გადაეცემა მომავალი თვეების განმავლობაში. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ისკანდერ-ემ“-ის გამოყენება შეიძლება როგორც ბალისტიკური, ასევე ფრთოსანი რაკეტების გასატყორცნად, „როგორც ჩვეულებრივი ისე ბირთვული მუხტით“, თქვა პუტინმა.

ამ კომპლექსების მოქმედების სიშორე, ოფიციალური ცნობით, 500 კილომეტრს უდრის. პუტინი და ლუკაშენკა შეხვედრას მართავენ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად. მათი მოლაპარაკება გაიმართა უკრაინის განცხადების ფონზე, რომ თავის ტერიტორიაზე ბელარუსიდან გატყორცნილი რაკეტა დაეცა. დარტყმა მიაყენეს დასახლებულ პუნქტ დესნას, ჩერნიგოვის ოლქში.

25 ივნისს ლუკაშენკოსთან გამართულ მოლაპარაკებაზე რუსეთის პრეზიდენტმა ასევე შესთავაზა მინსკს, სუ-25-ის ტიპის მოიერიშე - ბელარუსის შეიარაღებაში მყოფი, თვითმფრინავების მოდერნიზება რუსეთის ქარხნებში. ლუკაშენკომ მიმართა პუტინს თხოვნით, დაეხმაროს მას, რათა ადეკვატურად უპასუხოს ნატოს თვითმფრინავების სასწავლო ფრენებს, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული იარაღის ტარება. ამასთან დაკავშირებით, ლუკაშენკომ სთხოვა მასპინძელს, განიხილოს სარკისებური პასუხის შესაძლებლობა, ან მინიმუმ დახმარება ბელორუსის თვითმფრინავების „ადაპტაციაში“ ამ საფრთხეზე რეაგირებისთვის.

ალექსანდრე ლუკაშენკომ საუბრისას შესთავაზა პუტინს, განიხილონ "ყველაზე სერიოზული იარაღის" გამოყენებისთვის მზადყოფნა ბელორუსისა და რუსეთის საგარეო საფრთხისგან დასაცავად. როგორც ლუკაშენკომ თქვა, მას "ძლიერ აღიზიანებს" პოლონეთისა და ლიტვის აგრესიული, კონფრონტაციული პოლიტიკა. „არ ვიცი, რატომ სჭირდებათ მათ ეს დაპირისპირება, მაგრამ აშკარაა, რომ მათ ზურგს უკან დგანან და აქეზებენ მათ“, - აცხადებს ლუკაშენკა. ბელარუსი არ არის უკრაინის ომის უშუალო მონაწილე.

დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა, მკაცრად დაგმეს თავდასხმა და დააწესეს მკაცრი სანქციების რამდენიმე პაკეტი მოსკოვის წინააღმდეგ.

ლუკაშენკო, რომელიც დასავლეთის სახელმწიფოების მიერ 2020 წლის აგვისტოს არჩევნების შემდეგ არ იქნა აღიარებული სახელმწიფოს ლეგიტიმურ მეთაურად, ე.წ. ლოგისტიკურ დახმარებას უწევს რუსეთს მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს უკრაინაში შეიჭრა. რუსული ჯარების ნაწილი უკრაინაში ბელარუსთან საზღვრის მონაკვეთის გავლით შევიდა. დასავლეთის ქვეყნებმა, უკრაინის ომთან დაკავშირებით, ლუკაშენკოს გარემოცვასაც დაუწესა ფინანსური სანქციები მოსკოვისთვის დახმარების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG