აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა სოციალური ქსელით გაავრცელა ცნობა, რომ რწმუნებათა სიგელები გადასცა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს.
ცერემონიის ჩარჩოებში გაიმართა ბაიდენის და ზალკალიანის ხანმოკლე შეხვედრა. დავით ზალკალიანმა აშშ-ის პრეზიდენტს გააცნო საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემები და დაუდასტურა მას, რომ საქართველო არის აშშ-ის საიმედო და ერთგული პარტნიორი რეგიონში.
დავით ზალკალიანის თანახმად, „პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ის კარგად არის ინფორმირებული ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე სწრაფვას დასავლეთისკენ“, - წერს ელჩი.
დაწერეთ კომენტარი