Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი ახალ ბატალიონებს ქმნის


რამზან კადიროვი უკრაინაში მეომარი ჩეჩნების დაჯილდოებაზე. გროზნო. 2022 წლის 20 ივნისი
რამზან კადიროვი უკრაინაში მეომარი ჩეჩნების დაჯილდოებაზე. გროზნო. 2022 წლის 20 ივნისი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ქმნის ახალ ბატალიონებს, რომლებიც, მისი თქმით, „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ“.

კადიროვმა 26 ივნისს გროზნოში განაცხადა, რომ „ძალიან მალე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ჩამოყალიბდება ოთხი სამხედრო ბატალიონი: ჩრდილოეთი-ახმატი, სამხრეთი-ახმატი, დასავლეთი-ახმატი და აღმოსავლეთი-ახმატი“, რომლებშიც მხოლოდ ჩეჩნები იქნებიან.

როგორც რუსული სააგენტო "ტასს"-ი წერს, კადიროვმა ახალი ბატალიონების შექმნის სურვილი ახსნა „რეგიონის ახალგაზრდებში უკიდურესად პატრიოტული განწყობით“.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნეს 8 ათასზე მეტი სამხედრო პირი, პოლიციელი და მოხალისე.

ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, მოხალისეები უკრაინაში იძულებით მიჰყავთ. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ჩეჩენთა ბატალიონებს უკრაინაში დიდი დანაკარგი აქვთ, თუმცა, კადიროვის ხელისუფლება დაღუპულთა რიცხვს არ ასახელებს.

XS
SM
MD
LG