Accessibility links

site logo site logo

დიდი შვიდეულის ლიდერებს სურთ, ზღვარი დაუწესდეს რუსეთის ნავთობის ფასს


დიდი შვიდეულის (G7) ლიდერთა სამიტი. გერმანია. 27 ივნისი, 2022 წელი

დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნების ლიდერები, რომლებიც გერმანიაში მართავენ სამიტს, სავარაუდოდ, შეთანხმდებიან ზღვარზე, რომელიც რუსეთის ნავთობს უნდა დაუწესდეს იმისთვის, რომ მოსკოვს შეეზღუდოს ენერგიით მიღებული მოგება. ეს იქნება მთავარი ასპექტი უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციებისა.

საერთაშორისო მედია 27 ივნისს ავრცელებს აშშ-ის ოფიციალური პირების სიტყვებს, რომ სამიტზე მსჯელობენ ფასის შეზღუდვის რეალობაში განხორციელების დეტალებზე. "G7-ის ლიდერთა ორმაგი მიზანია პროცესი პირდაპირ მიემართოს პუტინის მოგებას, განსაკუთრებით ენერგიის გზით, თუმცა ასევე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ამის გავლენა და შედეგი G7-ის ეკონომიკებსა და დანარჩენ მსოფლიოზე", - აშშ-ის ოფიციალური პირის ამ სიტყვებს სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რადგან შემოღებული სანქციები შეზღუდვებს უწესებს რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG