Accessibility links

site logo site logo

ცენტრალური უკრაინიდან იუწყებიან, რომ რუსეთის რაკეტა მოხვდა სავაჭრო ცენტრს. შიშობენ, რომ არის მსხვერპლი


ცენტრალური უკრაინის ქალაქ კრემენჩუკიდან იუწყებიან, რომ რუსეთის ძალების მიერ ნასროლი რაკეტა მოხვდა სავაჭრო ცენტრს. შიშობენ, რომ არის მსხვერპლი.

ქალაქის მერი ვიტალი მალეცკი ფეისბუკით წერს, რომ შეტევა განხორციელდა ხალხით სავსე ადგილზე, რომელსაც "100 პროცენტით არ აქვს კავშირი ბრძოლასთან". მალეცკის თქმით, მან თავად მოინახულა თავდასხმის ადგილი და იქ დახოცილი და დაჭრილი ადამიანები არიან.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამით გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია ცეცხლის ალში გახვეული სავაჭრო ცენტრის შენობა. ზელენსკის თქმით, შეტევა განხორციელდა ადგილზე, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი იყო თავმოყრილი. ზელენსკის არ დაუსახელებია მსხვერპლის სავარაუდო რაოდენობა, თუმცა აღნიშნა, რომ "მსხვერპლის რიცხვის წარმოდგენაც კი შეუძლებელია". მისი თქმით, სავაჭრო ცენტრი რუსეთის არმიისთვის არანაირ სტრატეგიულ ღირებულებას არ წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ მზარდი მტკიცებულებები საპირისპიროს ამტკიცებს, რუსეთი აცხადებს, რომ სამოქალაქო პირებს არ იღებს მიზანში, უკრაინაში მისი არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG