Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ხორვატიასთან დამარცხდა


ფოტო არქივიდან: ქართველი წყალბურთელები. 2021 წელი
ფოტო არქივიდან: ქართველი წყალბურთელები. 2021 წელი

საქართველოს წყალბურთის ნაკრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე, რვა უძლიერეს ნაკრებს შორის მოსახვედრად ერთი თამაშის მოგება დააკლდა.

ქართველი წყალბურთელები ბუდაპეშტში მიმდინარე მუნდიალის პლეი ოფში ხორვატიის ნაკრებთან დამარცხდნენ ანგარიშით 7:13 და მეცხრე ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.

დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე შეჯიბრებაზე, მერვედფინალამდე სამი თამაში ჩაატარა. ჩემპიონატის სტარტზე მოუგო ბრაზილიას - 14:10, მეორე ტურში, მინიმალური სხვაობით დამარცხდა მონტენეგროსთან (9:10), შემდეგ კი შეჯიბრების მასპინძელთან, უნგრეთთანაც წააგო (14:18) და ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა.

საქართველოს წყალბურთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე აქამდე არასოდეს უთამაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG