Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითგადარჩენა


ავტორი: გიორგი ქავთარაძე

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოველთვის იყო მზადყოფნაში. სწორედ მზადყოფნა და ცოდნა თუ როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ კრიტიკულ სიტუაციაში არის ჩვენი დაზღვევა დღევანდელ სამყაროში“.

თანამედროვე ცივილიზაციის პირობებში, კაცობრიობის ცოდნა მიმართულია მაქსიმალურად, მის გარშემო გარემო პირობების გაუმჯობესებასა და კომფორტის შექმნისაკენ, როგორც მიკრო ინდივიდუალურ ასევე მაკრო დონეზე. ახალი ტექნოლოგიები და კომფორტი გვაძლევს საშუალებას ნაკლებად ვიფიქროთ რაიმე სირთულეებზე, რომელიც ადრე ყოველდღიურობისათვის დამახასიათებელი იყო. დამეთანხმები იმასაც, რომ სწორედ ადამიანის ქვეცნობიერს არ არსებობს ერთხელ მაინც არ გაეფიქროს რაიმე კრიტიკული და გამოუვალი სიტუაციაში მოხვედრის ალბათობისა და მოქმედებების შესახებ თუ როგორ, დაძლევდა მოცემულ პრობლემას. სწორედ კაცობრიობის დღემდე და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარების ამ ეტაპზე მოსვლას წინ უსწრებდა საწყისი ქმედებები ამა თუ იმ კონკრეტულ გარემოსა თუ დროის სივრცეში, რომელიც ინდივიდუალურად, ჯგუფებად რაიმე დაგეგმილ ან დაუგეგმავ ქმედებას მოჰყვა. მომავლისკენ სწრაფვა არ უნდა ხდებობეს წარსულის დავიწყების საპირწონედ. დაზღვეული არასოდეს არ ვართ გამოწვევებისაგან, მაგრამ არსებობს რისკები რომლის შემცირებაც უნდა შეგვეძლოს, ხოლო ეს შემცირების ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები თუ არა ცოდნა და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, სხვაგვარად არ არსებობს.

რეალურ სამყაროში, შენ არასდროს იცი, როდის აღმოჩნდები ისეთ გარემოში, სადაც მოგიხდება მოქმედება, ბრძოლა შენი და შენს გვერდით მყოფი ადამიანის ჯამრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად. ფიქრობ, მე ზედმეტად დრამატული ვარ? ფიქრობ გადაჭარბებულია მოცემული ფრაზა? გაეცანი მედიას და დაითვალე რამდენი სიუჟეტი ეხება სტიქიურ უბედურებებს, რამდენი ფაქტი ეხება დაკარგულ ტურისტებს რომლებმაც გზა ვერ გაიკვლიეს, რომლებმაც უბრალოდ ელემენტარული ცოდნის არ ქონის გამო ვერ გაძლეს და შესძლეს მოცემული სირთულეებიდან გამოსვლა. ხანძარი, მიწისძვრა, წყალდიდობა, ტორნადოები, ქარიშხლები და სხვა , ყველანაირი გამოწვევა დაუძლევადია თუ არ გაქვს ფსიქოლოგიური მდგრადობა. რადგან ყოფილა ვითარება როდესაც გზა აბნეულს ჰქონდა საკმარისი მარაგი საკვებისა თუ წყლის ასევე შესაბამისი აღჭურვილობა, რომ რამოდენიმე დღე დამოუკიდებლად გაეძლო, მაგრამ სწორედ ფსიქოლოგიურმა არამდგრადობამ და პანიკამ გააკეთებინა ისეთი მოქმედება რამაც ლეტალურ შედეგამდე მიიყვანა.

ამ კონკრეტულ სიტუაციაში განვიხილოთ შემთხვევა უცნობ ადგილმდებარეობაზე დაკარგვის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედო რომ შეინარჩუნო შენი ჯამრთელობა და გამოხვიდე უვნებლად.

ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურები რომლებიც კრავს თვითგადარჩენის სამკუთხედს არის:

  • სურვილი
  • ცოდნა
  • საშუალებები

სურვილი რომ არა, ვერ გადადგამ პირველ ნაბიჯებს შემდგომი მოქმედებებისათვის. საკუთარი სურვილის პირდაპირი მოწინააღდეგეა პანიკა.

პანიკა იწვევს ცუდ და პოტენციურად საბედისწერო გადაწყვეტილებებს.

პირველი და უმთავრესი ამოცანა, ნებისმიერ სიტუაციაში რაც არ უნდა რთულად სჩანდეს გარემო სადაც მოხვდები, --- „პანიკა“ – არასოდეს ჩავარდე პანიკაში. შენი გონება მომართე იმისაკენ რომ აუცილებლად დააღწევ თავს სირთულეს, შეინარჩუნე მაქსიმალური სიმშვიდე, თუნდაც ამას გარკვეული დრო დასჭირდეს, შეინარჩუნე სიმშვიდე. თუ გონებას დააჯერებ რომ შენ ამას შესძლებ მაშინ ყველაფერი გამოგივა. პირველი და უმთავრესი იარაღი განავითარო შემდგომი მოქმედებები წარმატებით არის შენი გონება. შენი გონება განსზღვრავს დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხისადმი, თუ როგორ მოერგები მოცემულ გარემოს ამიტომ თვითგადარჩენის წიგნში პირველი თავი დამოკიდებულებას უნდა ეხება. შენი გადარჩენის მენტალიტეტი დიდ გავლენას მოახდენს სიტუაციის შედეგზე. დამოკიდებულება არის კვარცხლბეკი, რომელიც მართავს შენს შემდგომ ნაბიჯებს. მას შეუძლია მოგცეს კონცენტრირებული და მიზანმიმართული მოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ უხილავია, შენი ფსიქიკური მდგრადობა ყველაზე ძლიერი ძალაა იმისათვის, რომ თავი დააღწიო სავალალო მდგომარეობას.

არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა იქნება მოცემულ გარემოში შენი ყველაზე უარესი მტერი და თუ ამ მტერთან დამარცხდები. თუ იგრძნობ რომ მსხვერპლი ხარ ჩათვალე, რომ საკუთარ განადგურებას მოაწერ ხელს. როდესაც გონება დათმობს, დათმობს სხეულიც,ამიტომ პირველი ოქროს წესი: მომართე და გააძლიერე შენი გონება და ფსიქოლიგიური მდგრადობა.

როგორ მოელი სადმე წასვლას, თუ პირველად არ აირჩიეთ დანიშნულების ადგილი?...

რაც შეეხება უშალოდ ფიზიკურ აქტივობების გადასვლამდე, გასათვალისწინებელია გადარჩენი ნებისმიერ სიტუაციაში მიზნების დასახვა. მიზნები პანიკის შემცირებაში დაგეხმარებათ,მიზანი არის ის მექანიზმი რაც წინსვლისკენ და კონკრეტული ამოცანებისადმი კონცეტრირებაშ და გაკეთებაშ დაგეხმარება. ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური,ასევე ყოველი გარმო და სიტუაცია ინდივიდუალურად მოქმედებს ჩვენზე ანუ ობიექტზე.ამ შემთხვევაში ადამიანზე რადგან სუბიექტად სწორედ ბუნებამ გაიძულა ჩავარდნილიყავი ასეთ მდგომარეობაში. მოცემულ გარემოშ ჩავარდნისთანავე პირველიე ეტაპზე ჩააგონე შენს გონებას, რომ გახდე სუბიექტი და თავად განსაზღვრო და დაგეგმო მომავალი მოცემულ სივრცეში, გარკვეული დროის მონაკვეთი, რათა გქონდეს წყალი, საკვები, ადგილი სადაც შეძლებ ძილს, ცეცხლი და იმედი რომ მალე დააღწევ თავს მოცემულ სიტუაციას შენ უნდა გაიმარჯვო შექმნილ სიტუაციაზე, რადგან გამარჯვებულები მიზანსწრაფვისკენ მიისწრაფვიან.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG