Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გაზპრომის" აქციები მკვეთრად დაეცა დივიდენდების გადახდაზე უარის თქმის შედეგად


"გაზპრომის" ემბლემა კომპანიის ოფისის შენობაზე მოსკოვში.
"გაზპრომის" ემბლემა კომპანიის ოფისის შენობაზე მოსკოვში.

ხუთშაბათს დილით, 30 ივნისს, "გაზპრომის" აქციები მოსკოვის საფონდო ბირჟაზე 30 პროცენტით, დაახლოებით 207,69 რუბლით დაეცა. ინვესტორების ასეთი რეაგირება მოჰყვა გიგანტური კომპანიის აქციონერთა კრების გადაწყვეტილებას, არ გადაეხადათ რეკორდული დივიდენდები 2021 წლისთვის, ერთ აქციაზე 52,53 რუბლის ოდენობით.

"გაზპრომის" ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, აქციონერებმა გადაწყვიტეს, რომ არსებულ ვითარებაში არაპრაქტიკული იქნებოდა ერთ ტრილიონ რუბლზე მეტი ოდენობით დივიდენდების გადახდა 2021 წლის ბოლოსთვის. რუსული კონცერნის პრიორიტეტებია საინვესტიციო პროგრამის განხორციელება, მათ შორის, რუსეთის რეგიონების გაზიფიცირება და მომავალი ზამთრისთვის მომზადება.

გარდა ამისა, დივიდენდების გადახდაზე უარის თქმის გადაწყვეტილება განპირობებულია იმ დამატებითი გადასახადებით, რომელთა გადახდაც "გაზპრომს" ფინანსთა სამინისტრომ 2022 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე დააკისრა. РБК-ს ცნობით, აღნიშნული წინადადება ამჟამად სახელმწიფო სათათბიროში განიხილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG