Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის თქმით, თურქეთმა დააკავა, სავარაუდოდ, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი


ანკარაში უკრაინის ელჩის თქმით, თურქეთის ხელისუფლებამ დააკავა რუსული გემი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, დატვირთულია მოპარული უკრაინული მარცვლეულით. კიევის თქმით, გემმა გეზი აიღო ბერდიანსკიდან - უკრაინის პორტიდან, რომელიც რუსეთის ძალების მიერაა ოკუპირებული.

"ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ", - უთხრა ელჩმა, ვასილ ბოდნარმა უკრაინის ტელევიზიას 3 ივლისს. "გემი ამჟამად პორტის შესასვლელთანაა. ის თურქეთის საბაჟო სამსახურმა დააკავა", - დასძინა მან.

თურქეთის ხელისუფლება ამ საკითხზე ჯერჯერობით არ ავრცელებს განცხადებას.

კიევმა 1 ივლისს თქვა, რომ ანკარას მიმართა თხოვნით, დაეკავებინა რუსეთის დროშით მცურავი სატვირთო გემი, რადგან მას მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა.

XS
SM
MD
LG