Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის წინ აქცია "შინ ევროპისკენ" დაიწყო


ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია თბილისში
ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია თბილისში

თბილისში, პარლამენტის წინ, აქცია "შინ ევროპისკენ" იწყება. რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია. აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან, მათ მსვლელობითა და შეძახილებით შეუერთდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

"შინ ევროპისკენ" აქცია თბილისში
"შინ ევროპისკენ" აქცია თბილისში
"შინ ევროპისკენ" აქცია თბილისში
"შინ ევროპისკენ" აქცია თბილისში
"შინ ევროპისკენ" აქცია თბილისში
"შინ ევროპისკენ" აქცია თბილისში

აქციის ორგანიზატორმა, მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ისინი მთელი ღამე არ დაიშლებიან.

ეს არის მესამე აქცია, რომელსაც სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მართავს. წინა ორმა აქციამ ათიათასობით ადამიანი შეკრიბა, მონაწილეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ახალგაზრდები იყვნენ, საპროტესტო აქციებს თბილისის 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა დაუჭირეს მხარი.

მოძრაობის მოთხოვნებია, გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. ულტიმატუმი დღეს, შუაღამისას იწურება.

აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 28 ივნისს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG