ფოტო: ოდესის კატაკომბების ლაბირინთი - ბომბსაფარი რუსეთის თავდასხმის შემთხვევისთვის
ოდესის კატაკომბებს აქვს ათასამდე შესასვლელი. ბომბსაფრად მათი გამოყენება მოსახლეობასაც შეეძლება და ქალაქის დამცველებსაც, რომლებთან ბრძოლა რუსეთის არმიას გაუჭირდება, თუ ქალაქის დაკავება სცადა.
Photo: Stringer (EPA-EFE)
ფოტო: ოდესის კატაკომბების ლაბირინთი - ბომბსაფარი რუსეთის თავდასხმის შემთხვევისთვის
ფოტო: ოდესის კატაკომბების ლაბირინთი - ბომბსაფარი რუსეთის თავდასხმის შემთხვევისთვის
უკრაინის ქალაქ ოდესის მიწისქვეშეთში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ლაბირინთია გათხრილი. კატაკომბები სანავსადგურო ქალაქის ქვეშ 1800-იანი წლების დასაწყისში გაკეთდა, როცა იქ მოიპოვებდნენ კირქვას სამშენებლო მასალისთვის.
წლების განმავლობაში ოდესის კატაკომბები გამოიყენებოდა ცივი ომის პერიოდის ბუნკერად, მეორე მსოფლიო ომის დროს მას საბჭოთა ჯარისკაცები აფარებდნენ ხოლმე თავს, აქვე იყო საფარი ოდესელი კონტრაბანდისტებისთვის. ოდესის კატაკომბების ლაბირინთი, რომლის სიგრძე 2500 კილომეტრს აღწევს, ორ-სამჯერ უფრო გრძელია, ვიდრე პარიზისა და ლონდონისა ერთად აღებული.
ოდესელმა მოხალისეებმა ქალაქის კატაკომბებში საბჭოთა პერიოდის ბომბსაფრების შესწავლა და რუსეთის არმიის ქვეყნის სიღრმეში შეჭრის მცდელობისას ქალაქის მოსახლეობის დასაცავად, მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყენება გადაწყვიტეს.
კიევისგან განსხვავებით, ოდესაში არ არის მეტრო, სადაც ოდესელები რუსეთის იერიშებისას თავს შეაფარებდნენ. მაგრამ კატაკომბებში, რომლებიც 20-25 მეტრის სიღრმეზეა გათხრილი, მოიპოვება უსაფრთხო ბომბსაფარი.
მოხალისეებმა გაასუფთავეს გასავლელები, შეღებეს კედლები, დადგეს სკამები, გაიყვანეს ელექტროდენი და ინტერნეტი, რათა უფრო კომფორტული ცხოვრება ჰქონდეთ იქ მყოფებს, როცა რუსეთის რაკეტებისგან თავდასაცავად კატაკომბებში მოუწევთ ყოფნა.
ოდესის ალყისას, მეორე მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა მეომრები ამავე კატაკომბებს აფარებდნენ თავს, როცა ნაცისტების და რუმინელების თვითმფრინავები ქალაქს ბომბავდნენ.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდის საომარ აღჭურვილობას, შაშხანებს, აირწინაღებს, ხელყუმბარებსა და ტყვია-წამალს დღემდე ნახულობენ ისინი, ვინც კატაკომბების სიღრმეში შესვლას ბედავს.
კედლებზე დღემდეა შემორჩენილი საბჭოთა პარტიზანების მიერ გაკეთებული წარწერები. ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს აქ იმალებოდნენ. კატაკომბების კედლებზე ჩანს ამ ქალაქის უნიკალური ისტორიის მოწმე სხვა გამოსახულებები.
ბომბსაფარს, სადაც უწინ წვეულებებს აწყობდნენ, ახლა თავშესაფრის მაძიებელი ოდესელები გამოიყენებენ.
ოდესის კატაკომბებში მოხალისეები აგრძელებენ საბჭოთა პერიოდის ბომბსაფრების ძებნას, რათა მეტმა მოქალაქემ შეძლოს საჭიროების შემთხვევაში თავის შეფარება. ბევრი ბომბსაფარი განადგურებულია, მწყობრიდან არის გამოსული სავენტილაციო მილები, შხაპის კაბინები, მილსადენები, რაც მათ გამოუსადეგრად აქცევს.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ჯარისკაცების მემორიალი, რომელიც კატაკომბების მუზეუმის ნაწილი იყო.
მოხალისეები იყენებენ სოციალურ ქსელებს, თავიანთი საქმიანობის შესახებ ვიდეომასალის გასავრცელებლად, რათა საზოგადოების ყურადღება მიიქციონ და მიიზიდონ სახსრები კატაკომბებში ახალი ბომბსაფრების მოსაწყობად.