Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ ზომებს გაატარებს ბულგარეთის მიერ დიპლომატების გაძევების პასუხად


რუსეთის საელჩო სოფიაში
რუსეთის საელჩო სოფიაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 4 ივლისს განაცხადა, რომ მოსკოვი შესაბამისი ზომებით უპასუხებს ბულგარეთის მიერ 70 რუსი დიპლომატის გაძევებას.

ბულგარეთში რუსეთის ელჩმა, ელეონორა მიტროფანოვამ გასულ კვირაში თქვა, რომ მოსკოვს მიმართავს სოფიაში საელჩოს დახურვის თხოვნით, დიპლომატთა გაძევების გამო.

ბულგარეთმა 28 ივნის გამოაცხადა, რომ ეს რუსი დიპლომატები მოქმედებდნენ სოფიის ინტერესების საწინააღმდეგოდ. დიპლომატებს 3 ივლისამდე მისცეს ვადა ქვეყნის დასატოვებლად.

ეს არის დიპლომატთა ყველაზე დიდი რიცხვი, რომელიც კი ბულგარეთს - ნატოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს - ოდესმე გაუძევებია. ბულგარეთი მძლავრად უჭერს მხარს დასავლეთის სანქციებს, რომლებიც მოსკოვს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა. ევროპის ქვეყნებმა ასობით რუსი დიპლომატი გააძევეს მას მერე, რაც 24 თებერვალს მოსკოვი უკრაინაში პროვოცირების გარეშე შეიჭრა. რუსეთმა საპასუხო ზომები გაატარა და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატები გააძევა.

XS
SM
MD
LG