Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუგანსკის დაკავების შემდეგ, პუტინმა რუსეთის სამხედროებს უბრძანა შეტევა გააგრძელონ


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის არმიას უბრძანა, გააგრძელოს შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაზე - მას მერე, რაც კრემლის ძალებმა თითქმის მთლიანად დაიკავეს ლუგანსკის რეგიონი.

პუტინმა 4 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა უნდა გააგრძელონ მოქმედება "უკვე დამტკიცებული გეგმის" შესაბამისად და თქვა, რომ მათ წინ უნდა წაიწიონ მთელ რეგიონში, "როგორც ეს ლუგანსკში მოხდა".

3 ივლისს, გვიან, უკრაინის ძალები გავიდნენ ინტენსიური დაბომბვით გაჩანაგებულ ქალაქ ლისიჩანსკიდან, რამაც რუსეთს საშუალება მისცა გამოეცხადებინა, რომ მთლიანად აკონტროლებს აღმოსავლეთის ლუგანსკის რეგიონს - თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოზიციების დაბრუნების პირობით გამოვიდა.

მას მერე, რაც დედაქალაქ კიევის დაკავება ვერ შეძლო, რუსეთმა თავისი სამხედრო შეტევის ცენტრად უკრაინის აღმოსავლეთი გადააქცია, დონბასის დაკავების მიზნით, რომელიც მოიცავს ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებს.

უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბმა 4 ივლისს გამოაცხადა, რომ რუსეთის ძალები ამჟამად დონეცკის რეგიონის ქალაქებს უტევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG