Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ აკრძალა უკრაინის კომუნისტური პარტიის საქმიანობა


2004 წლის ფოტო
2004 წლის ფოტო

უკრაინის ქალაქ ლვოვის ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისს აკრძალა უკრაინის კომუნისტური პარტიის (უკპ) საქმიანობა და ამით დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს სარჩელი.

უკრაინის კომპარტია რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში აკრძალული მე-15 პარტია არის. მასთან ერთად სამშაბათს აკრძალეს პარტია „ბედნიერი უკრაინა“, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დროს შეიქმნა.

უკრაინის დამოუკიდებლობის პირველ წლებში უკპ ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური ძალა იყო, მისი უცვლელი თავმჯდომარე პეტრო სიმონენკო 1999 წელს გავიდა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელშიც ლეონიდ კუჩმასთან დამარცხდა. ვერხოვნა რადაში უკპ-ს ფრაქცია არსებობდა 2014 წლამდე, როცა მაიდნის გამარჯვების შემდეგ პარტია სასტიკად დამარცხდა არჩევნებში. მისი წევრების ნაწილმა მხარი დაუჭირა სეპარატისტებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

2015 წელს სასამართლომ აკრძალა პარტიის საქმიანობა, მაგრამ გადაწყვეტილებას აქამდე არ ჰქონდა კანონის სრული ძალა.

24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში აიკრძალა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური პარტია, რომლებიც ქვეყანაში პრორუსულად ითვლებოდნენ, მათ შორის საპარლამენტო ფრაქციის მქონე ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის, „ოპოზიციური ბლოკი“, „ჩვენები“, „შარის პარტია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG