Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა ბასილია: 4 თვის განმავლობაში უკვე 6 000-ზე მეტი ადამიანი გადავამზადეთ


„ქართულ ლეგიონზე“ აღფრთოვანებით საუბრობენ უკრაინელები და არა მარტო უკრაინელები. ამერიკელი გვყავდა, რომელიც დაიჭრა და გაოცებული იყო მისი ექიმი - არ იყო ბოლომდე გამოჯანმრთელებული ეს ამერიკელი და მაინც [ამბობდა], არ შემიძლია, ქართველები ასე მივატოვოო..." - უკრაინაზე თავდასხმის პირველი დღიდანვე რუსეთის არმიის პირისპირ უკრაინის რეგულარული არმიის მხარდამხარ იბრძვიან უცხოელი მოხალისეები, რომელთა შორის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან დანაყოფად „ქართული ლეგიონი“ ითვლება.

წინა ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულების გარდა, „ქართული ლეგიონის“ ერთი ნაწილი ზურგში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების რეკრუტირებისა და გადამზადების პროგრამითაც არის დაკავებული. ამ პროგრამას მეოთხე თვეა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი კახა ბასილია უძღვება.

XS
SM
MD
LG