Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე საბჭოთა პროპაგანდისტული კინოფილმების ჩვენება მოეწყობა


ფოტო არქივიდან: ცხინვალი
ფოტო არქივიდან: ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალში ზაფხულის განმავლობაში საბჭოთა პროპაგანდისტული ფილმების ღია ცის ქვეშ ჩვენება მოეწყობა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს ცხინვალის ე.წ. ადმინისტრაციის კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა იგორ ტასოევმა განუცხადა. მისი თქმით, პროექტი 8 ივლისს 19:00 საათზე ცხინვალის თეატრალურ მოედანზე დაიწყება.

ცხინვალში საცეკვაო საღამოების გამართვაც იყო დაგეგმილი, მაგრამ უკრაინაში ომის გამო, ორგანიზატორებმა მისი ჩატარება გადაიფიქრეს.

„საცეკვაო საღამოების ნაცვლად, კინოჩვენებები გაიმართება. უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის გამო საღამოები დროებით გაუქმებულია. ჩვენებები თავიდან პიონერთა პარკში ან ქალაქის ტბის ტერიტორიაზე იყო დაგეგმილი, მაგრამ ყველაზე შესაფერისი ადგილი თეატრალური მოედანია, სადაც საღამოობით ბევრი ახალგაზრდა იკრიბება. ღონისძიება კვირაში ორჯერ - სამშაბათს და პარასკევს გაიმართება“, - განაცხადა ტასოევმა. როგორც მან აღნიშნა, ზაფხულის მთელი პერიოდის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის მოქალაქეებს და სტუმრებს შეეძლებათ ისიამოვნონ ფილმებით, რომლებიც უკვე მილიონობით ადამიანს შეუყვარდა. საუბარია საბჭოთა პროპაგანდისტულ კინოზე და განსაკუთრებული აქცენტი კი მეორე მსოფლიო ომის თემაზე შექმნილ ფილმებზე გაკეთდება.

თეატრალურ მოედანზე მოწყობილ სცენაზე ეკრანი განთავსდება, მაყურებლისთვის კი 70 სკამი იქნება. ფილმების დაწყებამდე ბავშვებისთვის ასევე საბჭოთა მულტფილმების ჩვენება გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG