Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქში თავს დაესხნენ სამხედრო ნაწილს


საარქივო ფოტო
საარქივო ფოტო

რუსეთში, ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინციში სამი უცნობი პირი თავს დაესხა სამხედრო ნაწილს. ამის შესახებ იტყობინება რამდენიმე ადგილობრივი მედიასაშუალება, ასევე Telegram-ის არხები Baza და Mash.

მედიის ცნობით, პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იძებნება სამი უცნობი, ისინი შეიარაღებული არიან ავტომატებით და ნიღბები უკეთიათ. იტყობინებიან ასევე, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიჭრა. სხვა დეტალებს არ იუწყებიან. უცნობია ასევე თავდასხმის მოტივები.

ქალაქ კლინცის სამხედრო ნაწილი №12721 მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან 45 კილომეტრზე. ნაწილში დისლოცირებულია რუსეთის ფედერაციის 488-ე მოტომსროლელი პოლკი.

უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ რუსეთში, უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში, გამოცხადდა ტერორისტული საფრთხის „ყვითელი“ დონე. ბრიანსკის, ბელგოროდისა და კურსკის ოლქები არაერთხელ იტყობინებოდნენ სროლის შესახებ, როგორც აცხადებენ, უკრაინის მხრიდან. მათ მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვიეს. უკრაინის ხელისუფლება ამ ცნობების უდიდეს ნაწილზე კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG