Accessibility links

site logo site logo

კობახიძის თქმით, საქართველო ომის შემთხვევაში გარანტირებულად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს


ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ ქვეყანა ომში ჩაერთვება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მან პარლამენტში, ჟურნალისტებთან კომენტარში თქვა, რომ ეს მარტივი ლოგიკაა. თავისი ნათქვამის არგუმენტად კობახიძე უკრაინაში დაწყებული ომის გამო ევროინტეგრაციის საკითხის გააქტიურებას ასახელებს.

"ჩვენ რომ ჩავერთოთ სამხედრო კონფლიქტში, ამ შემთხვევაში გვაქვს გარანტირებული კანდიდატის სტატუსი დეკემბერში, ეს არის მარტივი ლოგიკა...

საქართველოში რომ დაიწყოს ომი, ეს რუსეთისთვის მძიმე იქნება, რადგან რამდენიმე ათეული ათასი ჯარისკაცი თავისი ტექნიკით, აღჭურვილობით და ყველაფრით უნდა მოაცდინოს საქართველოში. მეორე ფრონტი რუსეთს გაურთულებდა ვითარებას უკრაინის ფრონტზე, მოლდოვისგან განსხვავებით - იქ არაფერი გართულდებოდა. საქართველოსთვის ეს ომი იქნებოდა გამანადგურებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი ავირიდოთ თავიდან", - თქვა კობახიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში ომის დაწყების მომხრე არიან ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები:

"შეგახსენებთ, რომ სწორედ რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული "ენჯეოები" იყვნენ ისინი, ვინც ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც ათმაგად გაზრდიდა ომში საქართველოს ჩართვის რისკებს. მეორე - ისინი პირდაპირ ითხოვდნენ მოხალისეების თვითმფრინავების გაშვებას უკრაინაში, რაც ნიშნავს სამხედრო კონფლიქტში საქართველოს პირდაპირ ჩართვას."

ამავე აქცენტებით ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 5 ივლისს, "პირველი არხის" ეთერში:

"ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, საქართველოში დეკემბრის ბოლოს ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს".

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

„ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG