Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიზარდა ხარკოვზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


მანამდე ცნობილი იყო სამი ადამიანის დაჭრის შესახებ
მანამდე ცნობილი იყო სამი ადამიანის დაჭრის შესახებ

სამი ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა ხარკოვზე რუსეთის ჯარის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა ოლეჰ სინეგუბოვმა.

პირველად ცნობებში ლაპარაკი იყო 3 დაჭრილზე. წინასწარი მონაცემებით, რუსეთის ფედერაციამ ხარკოვზე იერიში ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარის საშუალებით მიიტანა.

"ჩვენ ვთხოვთ ხარკოვის მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება ფრთხილად იყვნენ, ნუ იქნებიან ქალაქის ქუჩებში ზედმეტად. მტერი მზაკვრულად გვიტევს, ურტყამს საცხოვრებელ ადგილებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას", - წერს სინეგუბოვი ტელეგრამის არხში.

4 ივლისის მონაცემებით, გაერომ დაადასტურა, რომ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში 4 889 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 263 დაშავდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად. ამავე დროს, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია.

XS
SM
MD
LG