იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინზო აბეზე თავდასხმის შემდეგ დაკავებულმა პირმა დანაშაული აღიარა.
ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს პოლიცია ქალაქ ნარაში, სადაც თავდასხმა მოხდა.
დანაშაულის მოტივი არ არის დადგენილი.
პოლიციის წარმომადგენლის თანახმად, თავდამსხმელმა აღიარა, რომ მას მტრული დამოკიდებულება ჰქონდა გარკვეული ორგანიზაციების მიმართ, რომლებთანაც, მისი აზრით, აბე იყო დაკავშირებული.
დეტალები სამართალდამცველებს არ გაუმხელიათ, ითქვა მხოლოდ, რომ ეჭვმიტანილის ბინაში ჩხრეკის დროს ნახეს იარაღი. პირი, რომელმაც აბეს ესროლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მალევე დააკავეს.
მან აბეს 8 ივლისს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრის დროს ესროლა. ყოფილი პრემიერი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აბე იაპონიის ყველაზე ხანგრძლივი პრემიერ-მინისტრი იყო.
ამ თანამდებობაზე ის იყო 2006 და 2007 წლებში და 2012-დან 2020 წლამდე იმყოფებოდა. იაპონიაში კვირას იმართება საპარლამენტო არჩევნები.
ყოფილი პრემიერის გარდაცვალების გამო მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერებმა სამძიმარი გაუგზავნეს იაპონიის მთავრობასა და ხალხს.
დაწერეთ კომენტარი