Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკა ბოჭორიშვილი: აქ არ არის საუბარი მოწოდებაზე, რომ ომი დაიწყო


მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და კობა ლიკლიკაძე. პრაღა, რადიო თავისუფლების შტაბბინა. 8 ივლისი, 2022 წელი
მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და კობა ლიკლიკაძე. პრაღა, რადიო თავისუფლების შტაბბინა. 8 ივლისი, 2022 წელი

რომ არა უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, დღეს დღის წესრიგში ეს საკითხი, რაც შეეხება საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას, არ იქნებოდა. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არ არის ჩემი მოგონილი, ეს არის ის ობიექტური რეალობა, რომელ ობიექტურ რეალობაშიც ეს საკითხი დადგა ევროპული დღის წესრიგში, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

კობა ლიკლიკაძის შეკითხვაზე, თუ ვინ არიან ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებენ, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ აქ არ არის საუბარი მოწოდებაზე, რომ ომი დაიწყო. "აქ არის საუბარი, რომ შენ არ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რამაც შეიძლება მიგიყვანოს ომამდე. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, გამომდინარე იმ სიღრმეებიდან, როგორი სიღრმეებიდან უყურებ ქართულ საფრთხეებს და საქართველოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას, შენ შეიძლება მოგიწიოს თუნდაც ასეთი რჩევის მიცემა ქვეყნისადმი, რომელმაც შეიძლება საფრთხე გაზარდოს ქვეყნისთვის და არა შეამციროს. ამაზეა საუბარი. აქ არ არის საუბარი მაინცდამაინც იმაზე, რომ ვიღაც დგას და ჩვენ გვეუბნება, წადი შენ, აუცილებლად ომში ჩაებიო. მაგრამ შეიძლება რაღაც ნაბიჯებმა მიგიყვანოს იქამდე", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი, რომელთან ინტერვიუ სრული სახით მალე გამოქვეყნდება რადიო თავისუფლების საიტზე.

ჩეხეთში, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ აპირებს პოლიტიკური ფონის დეპოლარიზებას და დეოლიგარქიზაციას დეკემბრამდე დარჩენილ დროში საქართველოს ხელისუფლება.

  • რას მოიმოქმედებს „ქართული ოცნება“, თუ მმართველი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი კოლექტიური დასავლეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში აღმოჩნდება?
  • ოპოზიციის მსგავსად, ჰყავს თუ არა საქართველოს მმართველ პარტიასაც თანამიმდევრული და პრინციპული მხარდამჭერები ევროპარლამენტში, საიდანაც საქართველოს ხელისუფლების მისამართით ძირითადად კრიტიკული შეფასება ისმის?
  • და დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის დადებითად გადაწყვეტისათვის, არის თუ არა მზად საქართველოს ხელისუფლება, რომ ციხიდან გაათავისუფლოს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, ხოლო საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის ნება დართოს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
XS
SM
MD
LG