Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ მაკა ბოჭორიშვილთან


ინტერვიუ მაკა ბოჭორიშვილთან
please wait

No media source currently available

0:00 0:26:18 0:00

ვინ არიან ის მითური ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თუ ამჟამინდელი წევრების მტკიცებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, თბილისს რუსეთთან ომში ჩაბმას და მეორე ფრონტის გახსნას ურჩევენ?

როგორ აპირებს პოლიტიკური ფონის დეპოლარიზებას და დეოლიგარქიზაციას დეკემბრამდე დარჩენილ დროში საქართველოს ხელისუფლება?

რას მოიმოქმედებს „ქართული ოცნება“, თუ მმართველის პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი კოლექტიური დასავლეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში აღმოჩნდება?

ოპოზიციის მსგავსად, ჰყავს თუ არა საქართველოს მმართველ პარტიასაც თანამიმდევრული და პრინციპული მხარდამჭერები ევროპარლამენტში, საიდანაც საქართველოს ხელისუფლების მისამართით ძირითადად კრიტიკული შეფასება ისმის?

დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის დადებითად გადაწყვეტისათვის, არის თუ არა მზად საქართველოს ხელისუფლება, რომ ციხიდან გაათავისუფლოს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, ხოლო საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის ნება დართოს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს?

რადიო თავისუფლების შეკითხვებს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, პრაღაში ვიზიტისას უპასუხა.

XS
SM
MD
LG