Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაბრწყინებული იბერია


ავტორი: ლუკა კერესელიძე

Facebook-ზე ვინც ერთხელ მაინც თუ შესულხართ ბოლო კვირების განმავლობაში, ალბათ ნახავდით უცხოეთში მიმავალი ადამიანების მიერ შექმნილ ჯგუფებს ევროპისკენ, ამერიკისკენ, ა.შ.

ერთ-ერთი ჯგუფი (სადაც ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის საზღვრის კანონიერი თუ უკანონო კვეთაზე ბევრს წაიკითხავთ, თუ შეხვალთ) განსაკუთრებით მიიპყრობს თქვენს ყურადღებას, თუ რამდენი უსახო პროფილიანი ადამიანი პოსტავს და კითხულობს, როგორ შეიძლება გაქცევა და წასვლა ქვეყნიდან.

2022 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოდან წამსვლელთა რიცხვი 100 000-ს აღწევს. ანუ ერთი მხრივ ჩვენ გვყავს რუსული ბაზრით „გამდიდრებული“ ეკონომიკა და მეორე მხრივ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ გარბიან, გარბიან ისე, რომ არც იციან, სად რის გაკეთებას აპირებენ; უბრალოდ იციან, რომ უნდა გაიქცნენ, იმიტომ რომ ერთადერთი გამოსავალი ჭაობში ყოფნისას გაქცევაა, იმის იმედით, რომ მინიმუმ ჭაობს გაეცლები.

მეც ვუერთდები ამ იდეას და ვფიქრობ, რომ ერთხელ მოცემული სიცოცხლე არ უნდა გაფლანგო ერთი ოლიგარქის მამულში, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ჩემი მთავარი ინტერესი ცხოვრებაში კინოა და ბოლო თვეებში უკვე კინოსაც შეეხნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ პროსახელისუფლებო რეჟისორებზე, წითელ ინტელიგენციასა და ყალბ ფამილიარულობაზე კულტურის უკულტურო მინისტრის მიმართ.

საბოლოო ჯამში საქართველო არის არათავისუფალი, ყალბი და პათეტიკური ქვეყანა, სადაც ადამიანები თავიანთ ქართველობას სიმულირებენ ჩოხებით, „ხაჩაფურით“, „წილხვედრობით“, მაშინ როცა ოდნავ მეტი აზროვნება ბევრად უფრო წაგვადგებოდა. წარსულის დევნით, ყველა გამოჩენილი ადამიანის გაწმინდანებით და ნაციონალისტური ყელყელაობით არასდროს არავის შეუქმნია კარგი და განვითარებული საზოგადოება. საზოგადოებას თავისუფალი გონება, ეჭვი და სურვილი ქმნის, თუმცა ამ ეტაპზე არც ერთი გვაქვს, არც მეორე და არც მესამე, უფრო სწორედ, იმათ არ აქვთ ვინც ამ ქვეყანას მართავენ, თუმცაღა ხელისუფლებაც ხომ ხალხის ანარეკლიაო ამბობენ, რას გაიგებ, აბა?!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG