Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი უკრაინის ქალაქ ვინიცაში


სარაკეტო დარტყმის ადგილი უკრაინის ქალაქ ვინიცაში. 2022 წლის 14 ივლისი
სარაკეტო დარტყმის ადგილი უკრაინის ქალაქ ვინიცაში. 2022 წლის 14 ივლისი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, 20-მდე გაიზარდა ქალაქ ვინიცის ცენტრზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მათ შორის 3 ბავშვია. მანამდე დადასტურებული იყო 12 ადამიანის სიკვდილი.

ტიმოშენკოს ცნობითვე, რუსმა სამხედროებმა ვინიცაზე იერიში მიიტანეს რაკეტებით „კალიბრი“, რომლებიც შავი ზღვის აკვატორიაში მყოფი წყალქვეშა ნავიდან გაუშვეს.

პოლიციის ინფორმაციით, ვინიცის ცენტრში დანგრეული ან დაზიანებულია საოფისე შენობა, საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო ცენტრი და ოფიცერთა სახლი. დაშავდა 90-მდე ადამიანი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვინიცაზე დღევანდელი თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. „რუსეთი ყოველდღე ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, ხოცავს უკრაინელ ბავშვებს, რაკეტებს მიმართავს სამოქალაქო ობიექტებისკენ. რა არის ეს, თუ არა აშკარა ტერორისტული აქტი?“ - წერს ზელენსკი ტელეგრამ-არხზე. უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთს "მკვლელი და ტერორისტი ქვეყანა" უწოდა.

XS
SM
MD
LG