Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი კახა გოგოლი საქართველოში ჩამოასვენეს


კახა გოგოლის ცხედარი ჩამოასვენეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
კახა გოგოლის ცხედარი ჩამოასვენეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

უკრაინაში, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაღუპული 47 წლის კახა გოგოლის ცხედარი ჩამოასვენეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

რადიო თავისუფლებას უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლმა რომეო ფარულავამ უთხრა, რომ კახა გოგოლმა, რომელიც თავად აფხაზეთიდან, გულრიფშიდან დევნილია, იცოდა, "რისი გამკეთებელი არიან რუსები" და სწორედ ამიტომ, ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა უკრაინაში.

"კახა გოგოლი აფხაზეთიდან იყო და ბავშვობიდან, სამწუხაროდ, მოუწია ომში ჩართვა, შემდეგ იყო 2008 წლის ომი და დღეს საქართველოს გამთლიანება გადიოდა უკრაინაში... მისი სურვილი ვერ ავასრულეს, მას უნდოდა აფხაზეთში დაკრძალვა", - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ფიფიამ, კახა გოგოლის ნათესავმა ჟურნალისტებს.

მის დაწყების პირველივე დღეებიდან, 24 თებერვლიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.

ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. უკრაინაში ომს დღემდე 17 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG