Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ჰარცელს მხოლოდ უარყოფითი როლი ჰქონდა EU-სთან ურთიერთობის დროს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უარყოფითად აფასებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მუშაობას. მაშინ, როცა მისი ელჩობის დროს საქართველომ ევროპული პერსპექტივის მოპოვება შეძლო, კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჰარცელს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფითი როლი ჰქონდა.

"ჩვენ ვერიდებოდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე კომენტარის გაკკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში. თუმცა დღეს, როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს", - თქვა კობხიძემ.

ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობას საქართველოში ელჩი კარლ ჰარცელი 2018 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა მას მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაველ ჰერჩინსკი დაასახელა.

პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. მანამდე მას პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის თანამდებობა ეკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG