Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინიდან დევნილ ქალს კვარიათში ავტომანქანა დაეჯახა


ავტოავარიის ადგილი კვარიათში. 2022 წლის 21 ივლისი
ავტოავარიის ადგილი კვარიათში. 2022 წლის 21 ივლისი

უკრაინიდან დევნილ ქალს აჭარაში, კვარიათის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომანქანა დაეჯახა. 45 წლის ქალი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წინასწარი შეფასებით, თავის ქალის ტრავმა აქვს, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევას შეესწრო რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. მისი ინფორმაციით, ავტობუსიდან ჩამოსული ქალი კვარიათის ცენტრალურ გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ავტობუსისთვის გვერდის ასავლელად საპირისპირო მონაკვეთზე გადავიდა და ქალს დაეჯახა. შემთხვევეის ადგილზე პოლიციელები მუშაობენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სასტუმროსთან, სადაც დაშავებული უკრაინელი ქალი დედასთან ერთად, დროებით ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG