Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: მიდის ანტიდასავლური რიტორიკა, იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„ქართული ოცნების" ანტიდასავლური განცხადებების შესახებ ილაპარაკა „პირველ არხთან" ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიმართ მმართველი პარტიის პოზიციაზე.

„მიდის ანტიდასავლური რიტორიკა, იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც, როდესაც ვუყურებთ რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის იქ ვნებათაღელვა, საქართველოს არ ეხება?!" - თქვა ზურაბიშვილმა.

20 მაისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის წევრების, ვიოლა ფონ კრამონისა და ანა ფოტიგას შესახებ ილაპარაკა. „როდესაც 2012 წლიდან მოყოლებული მთავარი, რასაც შენ გთხოვენ, რომ კანონი არ აღასრულო, ეს არის მათი მთელი ხაზი, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ღირებულებები მათთან საერთოდ არ არის ახლოს და ამას აქვს ერთადერთი მიზეზი - ისინი არიან კრიმინალების მფარველები, კონკრეტული კრიმინალური პოლიტიკური ძალის მფარველები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დააზუსტა, რომ მხედველობაში ჰყავს 7-8 ევროპარლამენტარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG