Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელმა სამხედროებმა ისევ მიიტანეს იერიში ხერსონის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ხიდზე


დაზიანებული ანტონოვკის ხიდი ხერსონში. 2022 წლის 21 აპრილი
დაზიანებული ანტონოვკის ხიდი ხერსონში. 2022 წლის 21 აპრილი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი იერიში მიიტანეს მდინარე დნეპრზე მდებარე ანტონოვკის ხიდზე, რომელიც ქალაქ ხერსონს აკავშირებს ხერსონის ოლქის რაიონებთან. უკრაინის ამ რეგიონს ამჟამად რუსეთი აკონტროლებს.

ხიდზე შეტევა დაადასტურა ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კირილ სტრემოუსოვმა. მან გამთენიისას ტელეგრამ-არხით გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ ხიდი მართლაც დაცხრილეს, მაგრამ ის არ დანგრეულა, როგორც ამას უკრაინული წყაროები აცხადებენ.

უკრაინის არმია მეორე კვირაა ამერიკული სარაკეტო სისტემის HIMARS-ის გამოყენებით, პერიოდულად უტევს საავტომობილო ხიდს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქალაქ ხერსონსა და ოლქის დასავლეთ რაიონებში მყოფი რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მომარაგებისთვის. ხიდი დანგრეული არ არის, თუმცა, დაზიანებების გამო შეზღუდულია სამხედრო ტექნიკის და სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება. ხერსონის დე ფაქტო, პრორუსულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხიდს არემონტებენ.

XS
SM
MD
LG