Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ ორბანი თავის რასისტულ კომენტარებს “კულტურული” პოზიციიდან ამართლებს


ვიქტორ ორბანი
ვიქტორ ორბანი

უნგრეთის მემარჯვენე პოპულისტმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა დაიცვა მის მიერ ცოტა ხნის წინ რუმინეთში გაკეთებული კომენტარები “შერეული რასის ხალხების” შექმნის მიუღებლობაზე და თქვა, რომ ეს შეფასება გააკეთა თავისი “კულტურული, ცივილიზაციური გადმოსახედიდან”. ორბანმა ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან კონფერენციაზე განაცხადა, რომ ხანდახან “ის ისე საუბარობს, რომ მისი გამონათქვამები შეიძლება არასწორად იქნას გაგებული.”


ორბანისადმი კრიტიკის ტალღა გამოიწვია 23 ივლისის გამოსვლამ, რომელშიც მან "შეურეველი უნგრული რასის" იდეა დაიცვა და “არაევროპელებთან” შერევა გააკრიტიკა. ვიქტორ ორბანის მაღალი რანგის მრჩეველმა, ჟუჟა ჰეგედუსმა, რომელსაც ორბანთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა, თანამდებობა დატოვა ამ "ღიად რასისტული" კომენტარის გამო. "ასეთი სიტყვის შემდეგ - რომელიც ეწინააღმდეგება ყველა ჩემს საბაზისო ღირებულებას - სხვა არჩევანი არ მქონდა" - ამბობს ჰეგედუსი ვებსაიტ hvg.hu-ზე გამოქვეყნებულ წერილში.

ორბანის სიტყვას “სულელური და სახიფათო” უწოდა "აუშვიცის საერთაშორისო კომიტეტმა” და ევროკავშირს ვიქტორ “ორბანის რასისტული ტონისგან დისტანცირებისკენ მოუწოდა და ნათელი გახადოს, რომ ბატონ ორბანს ევროკავშირში მომავალი არ აქვს”. ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ქრისტოფერ ჰეუბნერმა განაცხადა, რომ ორბანის სიტყვა ჰოლოკოსტს გადარჩენილებს “მათი განცალკევებისა და დევნის ბნელ დროს ახსენებს”.

XS
SM
MD
LG