Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა - შსს


შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

განცხადების თანახმად, ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

„მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის", - იუწყება შსს.

ვიდეო ასახავს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნას.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, არის მსხვერპლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG