Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუჩმა საქართველოს ასახელებს რუსეთის პოტენციურ მსხვერპლ ქვეყნებს შორის


ლეონიდ კუჩმა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი
ლეონიდ კუჩმა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი

ВВС-ის უკრაინული სამსახურისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში უკრაინის მეორე პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინაშე მდგარ ხიფათს ახსენებს. ჟურნალისტის კითხავზე მიიჩნევს თუ არა, რომ მსოფლიო უკვე დგას მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე და რამდენად რეალურია, რომ რუსეთი ლიეტუვას ან პოლონეთს დაესხმება თავს. კუჩმა პასუხობს, რომ ნატოს წევრი ქვეყნებისადმი რუსეთის აგრესია იმაზე ნაკლებმოსალოდნელია, ვიდრე რომელიმე სუსტ ქვეყანაზე თავდასხმა, მაგალითად ისეთზე როგორიც საქართველოა.

როდესად ჰიტლერი პოლონეთს დაესხა თავს, არავინ იცოდა, რომ ეს უკვე მეორე მსოფლიიო ომი იყო. იმის მიხედვით როგორ მოიგერიებს უკრაინა აგრესიას, გამოჩნდება მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი თუ ან ის უკვე მიმდინარეობს. თუ ჩვენ გავძლებთ პუტინი შორს ვერ წავა. თუ ვერ, ვშიშობ „გაგრძელება იქნება“, მაგრამ ჩვენ გავუძლებთ.

თუმცა, რუსეთის აგრესიის გეოგრაფიის გაფართოების შემთხვევაშიც, ვფიქრობ, საფრთხე არა იმდენად ლიეტუვას და პოლონეთს ემუქრება, რამდენადაც ნატოს არაწევრ ქვეყნებს. უკვე ჩვეულებად იქცა მინიშნებები მოდლოვასა და ჩრდილოეთ ყაზახეთზე, ახლა ასეთ კონტექსტში მოიხსენიება უკვე საქართველო. რუსეთი ხომ მხოლოდ მასზე გაცილებით სუსტებს ესხმის თავს“,- ამბობს კუჩმა.

მისი სიტყვებით, ნატოს გამოწვევა და თავისი არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილის დაკარგვა, რუსეთის ბუნებისთვის არადამახასიათებელია „ნატოსთან კონვენციური ომი რუსულ არმიას გააცამტვერებს, ბირთულ ომში კი რუსეთს უბრალოდ გაანადგურებენ“,- ამბობს კუჩმა და იქვე დასძენს, რომ კითხვაზე დაიწყებს კი პუტინი ისეთ ომს. რომელშიც მხოლოდ ორი ვარიანტი იარსებს - მარცხი ან სიკვიდლი, ნორმალური ადამიანი მხოლოდ ერთ პასუხს გასცემდა. თუმცა, ის მრავლმნიშვნელოვნად ასრულებს, რომ ნორმალურობა შესაძლოა უადგილოა.

ლეონიდ კუჩმა, უკრაინის ორგზის არჩეული პრეზდენტი იყო 1994-2005 წლებში.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანას ომის საფრთხე აარიდონ.

მსგავსი პოზიციის მიუხედავად, რუსეთის მხრიდან მაინც ისმის მუქარისშემცველი განცხადებები, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს.

XS
SM
MD
LG