Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსი რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნებს აანონსებს


ფოტო არქივიდან: რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო სწავლება
ფოტო არქივიდან: რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო სწავლება

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ტელეგრამის არხზე იუწყება, რომ იწყებს რუსეთთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს.

სამხედრო მომზადების ღონისძიებები ორ ეტაპად ჩატარდება. 9-დან 11 აგვისტოს ჩათვლით - ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით კი - აშულუკის საწვრთნელ პოლიგონსა და სასაზღვრო საჰაერო სივრცეში, რუსეთის ტერიტორიაზე.

სამხედრო საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების ოპერატიულ-ტაქტიკური სწავლება ბელარუსში რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების 185-ე საბრძოლო მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება. თავდაცვის უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ წვრთნებში პირადი შემადგენლობა, სამხედრო სპეცტექნიკა, მათ შორის საავიაციო ნაწილები, საჰაერო თავდაცვისა და რადიოტექნიკური დანაყოფები ჩაერთვებიან, მასში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ბელარუსის სამხედრო აკადემიის საბრძოლო ფორმირებები.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნების მიზანი დავალებათა შესასრულებლად სამხედრო შენაერთების თავსებადობის ამაღლებაა.

5 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ ბელარუსმა თავის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები ერთი კვირით გაახანგრძლივა.

XS
SM
MD
LG