Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა


ლატვიის სეიმმა ხუთშაბათს, 11 აგვისტოს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. შესაბამისი განცხადება მიღებულია საპარლამენტო სესიაზე. დეპუტატების მიერ მხარდაჭერილ ტექსტში ნათქვამია, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას უკრაინის ტერიტორიაზე. რეზოლუციას 67-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 16-მა - დოკუმენტს ხმა არ მისცა, იუწყება გამოცემა Delfi.

გამოცემის თანახმად, დეპუტატებმა მოუწოდეს ევროკავშირის ქვეყნებს, დაუყოვნებლივ შეაჩერონ ევროპაში შესასვლელი ტურისტული ვიზების გაცემა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე, რაც ლატვიამ უკვე გააკეთა აგვისტოს დასაწყისში.

დეპუტატების განცხადებიდან ნაწყვეტები სეიმის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ტექსტში რუსეთის ქმედებებს უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ ლატვიელი კანონმდებლები "მიზანმიმართულ გენოციდს"უწოდებენ.

ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის გამოცხადებას უკრაინა მარტის შემდეგ ითხოვს. ამ მხრივ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს ამერიკელმა კანონმდებლებმა. ჯერჯერობით თავს იკავებს გადაწყვეტილების მიმღები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და შესაბამისი მიზეზებიც სახელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG