Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწვერვალ თეთნულდიდან სამაშველო ვერტმფრენით ორი ტურისტის ევაკუაცია შეძლეს


MI-8 ტიპის სამაშველო ვერტმფრენი
MI-8 ტიპის სამაშველო ვერტმფრენი

სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი ექვსი ტურისტიდან მაშველებმა ვერტმფრენის გამოყენებით ორი მათგანის გამოყვანა შეძლეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

"უცხოეთის მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებენ სამაშველო სამსახურში.

უწყება დაშავებულ მთამსვლელებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ექვსკაციანი ჯგუფიდან სამი ტურისტი გადაადგილებას დამოუკიდებლად განაგრძობს, ერთ-ერთი კი გადავარდნილია ნაპრალში.

მწვერვალ თეთნულდზე უცხოელი ტურისტებისთვის დახმარების გაწევის საჭიროებაზე ინფორმაცია სამაშველო სამსახურმა 20 საათის წინ - გუშინ, 12 აგვისტოს გაავრცელა. უწყება აცხადებდა, რომ გართულებული მეტეოპირობების გამო სამაშველო ოპერაციაში ვერ ერთვებოდა ვერტმფრენი, მაშველთა ჯგუფი კი მათკენ ფეხით მიემართებოდა.

უცხოელ ტურისტთა ჯგუფის დასახმარებლად სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის MI-8 ტიპის ვერტმფრენის ჩართვა დღეს დილიდან გახდა შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG