Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი გამოვიდა მოწოდებით, სანქციები დაუწესდეს რუსეთის ატომურ მრეწველობას


უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, რუსეთის მეტ სამხედრო საწყობზე განხორციელდა იერიშები. ამასობაში იზრდება შეშფოთება რუსეთის მიერ დაკავებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების გამო.

წუხელ ხერსონის ოლქში განადგურდა იარაღის დიდი საცავები, განაცხადა 14 აგვისტოს ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, იური სობოლევსკიმ.

რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინის სამხედროები ცდილობენ საფუძველი მოამზადონ კონტრიერიშისთვის, რათა დაიბრუნონ სამხრეთ უკრაინის ხერსონის რეგიონი. ხერსონი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს ესაზღვრება და ის პირველივე დღეებში ჩაიგდეს ხელში რუსეთის ჯარებმა, რომლებიც 24 თებერვალს შეიჭრნენ უკრაინაში.

ამასობაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ჯარებს მოუწოდა, სამხედრო მიზნებით არ გამოიყენონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.

თავის წუხანდელ გამოსვლაში მან თქვა, რომ უკრაინა მიზანში ამოიღებს რუსეთის ჯარისკაცებს, რომლებიც ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს ესვრიან ან მისი ტერიტორიიდან გახსნიან ცეცხლს.

ზელენსკის თქმით, ახლახან სადგურისთვის ცეცხლის გახსნამ რადიაციის გაჟონვის საფრთხე შექმნა და დასძინა, რომ უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების დიპლომატები „ყოველ ღონეს იხმარენ, რათა“ ახალმა სანქციებმა დაბლოკონ რუსეთის ატომური მრეწველობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG