Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 მარტს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას საოკუპაციო ძალების მიერ 26 მარტს დაკავებული ყოფილი სამხედროს, ლევან მაჩაბლის გათავისუფლების შესახებ. მაჩაბელი რამდენიმეთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

დე ფაქტო რეჟიმის პატიმრობაში ამ დრომდე რჩება კიდევ ერთი ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე, რომელსაც პირობითი საზღვრის კვეთის გარდა, ცხინვალი ნარკოტიკების შენახვა-გადატანასაც ედავება. მას 2022 წლის მაისში, ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის 12 დეკემბერს დააკავეს სოფელ ზემო ნიქოზის სიახლოვეს. 14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

13 ივლისის მონაცემებით, ცხინვალის იზოლატორში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული 7 ქართველი იყო მოთავსებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG