Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის შეხვედრა ლვოვში. 18 აგვისტო, 2022 წელი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის შეხვედრა ლვოვში. 18 აგვისტო, 2022 წელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა უკრაინაში, ქალაქ ლვოვში. ზელენსკის თანახმად, ისინი შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ კოორდინაციას მარცვლეულის ინიციატივის განხორციელებაზე. შეხვედრის შემდეგ მან ასევე თქვა, რომ გაერომ უნდა უზრუნველყოს რუსული ძალების მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება.

შეხვედრაზე განიხილეს უკრაინელების უკანონო და იძულებითი დეპორტაციის, ტყვეობიდან უკრაინელი სამხედროების და ექიმების გათავისუფლების საკითხები.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის ბირთვული შანტაჟის თემას. აგრესორის ამ მიზანმიმართულ ტერორს შეიძლება ჰქონდეს გლობალური კატასტროფული შედეგები. ამიტომ გაერომ უნდა უზრუნველყოს ამ სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოება, მისი დემილიტარიზაცია და სრული განთავისუფლება რუსული ჯარებისაგან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ლვოვში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანიც ჩავიდა. 18 აგვისტოს დაგეგმილი იყო უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებისა და გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სამმხრივი შეხვედრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG