იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ინფიცირებულია COVID-19-ით და გამოჯანმრთელებამდე ოფიციალურ რეზიდენციაში დარჩება. კიშიდა ერთკვირიანი შვებულების შემდეგ 22 აგვისტოს უნდა შესდგომოდა მუშაობას.
იაპონიაზე, რომლის ეკონომიკა სიდიდით მესამეა მსოფლიოში, დიდი გავლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ. თუმცა ქვეყანა ნელ-ნელა უბრუნდება კრიზისამდელ მდგომარეობას - იაპონიის ეკონომიკა მეორე კვარტალში წლიურად 2.2 პროცენტით გაიზარდა.
ეყრდნობოდა რა ნიღბის ტარების და სოციალური დისტანცირების მკაცრ ზომებს, პანდემიის პერიოდში იაპონიის ხელისუფლებამ თავიდან აიცილა მკაცრი ლოკდაუნის გამოცხადება, რომელიც ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში გამოიყენეს.