Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წერეთლის გამზირზე, "გორგიას" ტერიტორიაზე საწყობში ხანძარია


ფოტო: ფეისბუკგვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს"
ფოტო: ფეისბუკგვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს"

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე სამშენებლო მასალების მაღაზია "გორგიას" ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, გარეთ არსებულ საწყობში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ ადგილზე არიან სახანძრო სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

კომპანიაში მოგვიანებით განმარტეს, რომ ხანძარი "გორგიას" მიმდებარედ, ერთ-ერთი კომპანიის საწყობში გაჩნდა და სწორედ აქედან გავრცელდა "საწყობის მცირე ნაწილზე".

ეს დღეს თბილისსა და მის შემოგარენში მომხდარი რიგით მეოთხე ხანძარი იყო. მანამდე, რამდენიმე საათის წინ, შავნაბადაზე ცეცხლი ტყის მასივს გაუჩნდა. ქრობის პროცესში ჩართული იყო ავიაცია. ინტერნეტში გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ ცეცხლი თითქმის რუსთავის მაგისტრალამდე ჩამოვიდა. ადგილზე ხანძრის ლოკალიზაცია ისევ გრძელდება.

პარალელურად, ხანძარი გაჩნდა ზემო ავჭალის ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი ხეებსა და მინდორს მოედო. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცლი უკვე ლიკვიდირებულია.

ასევე, თბილისში, ხანძარი იყო სამგორის რაიონშიც. ცეცხლი მოეკიდა მეორად საბურავებსა და ნაგავს ღია სივრცეში. უწყების ცნობით, ცეცხლი ამ ტერიტორიაზეც ლოკალიზებულია.

განახლება: "გორგიას" ტერიტორიაზე მდებარე გარე საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG