Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ევროპას ისევ შეუწყვიტა გაზის მიწოდება


"ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენი გერმანიაში
"ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენი გერმანიაში

დღეს დილიდან რუსეთმა შეწყვიტა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება. კომპანია „გაზპრომი“ მიზეზად ასახელებს ერთ-ერთი სადგურის აგრეგატზე ჩასატარებელ ტექნიკურ სამუშაოებს და აცხადებს, რომ გაზის მიწოდება შეწყვეტილი იქნება 3 სექტემბრის 04:00 საათამდე.

„გეგმური ტექნიკური მომსახურების“ გამო, რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება ათი დღით, ივლისშიც შეუწყვიტა. უფრო ადრე, ივნისის შუა რიცხვებიდან, „გაზპრომმა“ ევროპის მომარაგება 40%-მდე შეამცირა და მიზეზად ის დაასახელა, რომ სანქციების გამო, კანადამ არ დააბრუნა „სიმენს“-ის ტურბინები, რომლებსაც მონრეალში არემონტებდნენ. ეს ტურბინები კანადიდან ივლისის შუა რიცხვებში ჩაიტანეს გერმანიაში, საიდანაც რუსეთს ამ დრომდე არ წაუღია.

კრემლმა „გაზის ომი“ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ წამოიწყო ევროკავშირის ქვეყნების მიერ კიევის მხარდაჭერის პასუხად. გერმანია, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადით“ რუსული გაზის ძირითადი მიმღებია, მოსკოვს ადანაშაულებს გაზის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში.

XS
SM
MD
LG