Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2 პოლიციელი დააკავა


ფოტოილუსტრაცია

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის ორ სხვადასხვა საქმეზე, ზესტაფონსა და ბათუმში 2 პოლიციელი დააკავეს.

კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დაკავებულა შსს-ს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი.

გამოძიების მიხედვით, პირველი შემთხვევა 2022 წლის 15 იანვარს, ზესტაფონში მოხდა: "უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის რაიონული სამმართველოს შენობაში გადაყვანის შემდეგ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მასს სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი".

უწყების ცნობით, არასათანადო მოპყრობის მეორე ფაქტი 31 ივლისს, ბათუმში მოხდა და ის წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულ პირს ეხება.

"ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე. პატრულ-ინსპექტორმა იგი განათავსა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის უკანა სალონში და თავად დაუჯდა მარჯვენა მხრიდან. დაკავებული პირის წინააღმდეგობის აღკვეთის მიზნით, პატრულ-ინსპექტორმა მას სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმითა და ხელბორკილის თავში ჩარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა".

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას. ორივე სამართალდამცავი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით) დააკავეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG