Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი კმაყოფილია ამურის ვეფხვების მომრავლებით

ფოტო არქივიდან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
ფოტო არქივიდან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საჯაროდ ადრინდელზე იშვიათად ჩნდება, ამურის ვეფხვების დასაცავად სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების შედეგებზე ილაპარაკა დღეს ვლადივოსტოკში, ვეფხვების შენარჩუნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების ინფორმაციით, პუტინმა თქვა, რომ ბოლო 12 წელიწადში, რუსეთში ამურის ვეფხვების რიცხვი 390-დან 750-მდე გაიზარდა და ეს არის 2010 წელს, პეტერბურგში გამართულ, „ვეფხვების პირველ სამიტზე“ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი. პუტინის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბითაც, ამურის ვეფხვების რიცხვი 40%-ითაა გაზრდილი, თუმცა, არაერთ ქვეყანაში ეს ჯიში უკვე გადაშენდა და ამიტომ, ვეფხვების დაცვის პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს.

პუტინის ბრძანებით, რუსეთი ნახევარ წელზე მეტია ომს აწარმოებს უკრაინაში, სადაც დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და დანგრეულია ქალაქები და სოფლები.

XS
SM
MD
LG