Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე უკრაინის სანქცირების ჯგუფის სიაში ივანიშვილის შეყვანას აბსურდულ თემას უწოდებს


„ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
„ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მხარდაჭერილ სანქცირების ჯგუფის ვებსაიტზე „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაახლოებული პირების გვარების გამოქვეყნების შესახებ ჰკითხეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს.

„ჩვენ მანამდეც გვახსოვს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების განცხადებები ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქ ახალი არაფერია. მათი ერთ-ერთი ლიდერი, არახამია გამოდიოდა პირდაპირ ამ მოთხოვნით. სიახლე აქ არაფერია ამაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, საიდან, რა, როგორ ხდება, მაგრამ არც ამაზე გვსურს საუბარი. ზოგადად, ამ თემაზეც არ გვინდა კომენტარის გაკეთება. ზოგადად აბსურდია ეს ყველაფერი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

სიაში შეყვანილთა შორის არიან:

უკრაინული პორტალის შემქმნელების აზრით, საქმიანობის, კავშირების ან უკრაინაში ომთან დამოკიდებულების გამო, შესაძლოა, სანქცირებულთა სიის კანდიდატობას იმსახურებდეს რამდენიმე პირი საქართველოოდან, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი.

„ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მხარდაჭერილი ჯგუფის ვებსაიტის სიაში.
„ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მხარდაჭერილი ჯგუფის ვებსაიტის სიაში.

სიის გამოქვეყნებას გამოეხმაურა ხატია დეკანოიძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს თავმჯდომარე, 2015 - 2016 წლებში უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი.

„უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტო არის უკრაინის სახელმწიფო უწყება, რომელიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან. მათ შორის ის ინფორმაცია, რომელიც არის გადაცემული და გავრცელებული უკრაინის სააგენტოს მიერ, რეალურად უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და მისი უახლოესი გარემოცვის ძალიან სერიოზულ კავშირებს და სქემებს რუსეთთან. ანუ უკრაინის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს მთავარი ფუნქცია სანქციებთან მიმართებაში არის ის, რომ გამოავლინოს იმ ადამიანების ნუსხა და დაასანქციროს, მოახვედროს სანქციების ნუსხაში, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის ძალიან მძიმე მოვლენების და სამხედრო აგრესიის შემდეგ ხელს უწყობდნენ პუტინის რეჟიმს იმაში, რომ უკრაინაში რეალურად სამხედრო მოქმედებები ეწარმოებინათ, - განაცხადა დეკანოიძემ და განაგრძო, - მაშ ასე, დასანქცირებულია 15 ადამიანი. ჯერჯერობით უკრაინის პირველადი სანქციების და შემდეგ უკვე მე გეტყვით, როგორ გავრცელდება ეს საერთაშორისო პარტნიორების მიერ, გამოიყურება შემდეგნაირად: ბიძინა ივანიშვილი, მთავარი ოლიგარქი, რომელიც არა მხოლოდ ეჭვმიტანილი, არამედ დადასტურებულად არის სანქციების ნუსხაში იმიტომ, რომ იგი ეხმარება ასევე დასანქცირებულს საერთაშორისო მასშტაბით რუს ოლიგარქ ევტუშენკოვს, სიაში ასევე არიან: ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტიტე მამაცაშვილი, ალექსეი პოლტაშენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორძაევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე".

ევტუშენკოვსა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს ნაცნობობა აკავშირებით, 2022 წელს ინტერნეტში გავრცელდა მათი სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერი, სადაც ევტუშენკოვი ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს და მას „ბორინკად“ მოიხსენიებს.

გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, რომელთა, გარკვეული ეპიზოდები თავად ევტუშენკოვმა დაადასტურა. უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის საუბარი ორჯერ - 10 და 13 მარტს - შედგა. პირველ ჩანაწერში საუბრის თემა ხორბალს ეხება. მეორეში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს მის წარმომადგენელთან კორპორაცია „სისტემის“ ვიცე-პრეზიდენტთან ალი უზდენოვთან შეხვედრას.

13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ევტუშენკოვს შეეხო ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები და მან დატოვა რუსული ჰოლდინგის „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი.

XS
SM
MD
LG