Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული სარდლობის ცნობით, რუსების შეტევა მოგერიებულია 8 დასახლებულ პუნქტთან


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის სამხედროები ხარკოვის ოლქში
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის სამხედროები ხარკოვის ოლქში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, ხარკოვის, დონეცკის და ხერსონის ოლქებში განახორციელეს 10-ზე მეტი სარაკეტო და 22 საავიაციო დარტყმა.

გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის შეტევა წარმატებით მოიგერიეს 8 დასახლებულ პუნქტთან. სარდლობის თანახმად, სახმელეთო ძალების მხარდასაჭერად, გასულ 24 საათში ავიაციამ მოწინააღმდეგის პოზიციებზე განახორციელა 30-ზე მეტი დარტყმა.

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა სხვადასხვა მიმართულებით გაანადგურეს რუსეთის არმიის სუ-25 ტიპის 2 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და 5 უპილოტო საფრენი აპარატი.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ისევ არაფერს იუწყება ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეაზე უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევაზე, რის შესახებაც მესამე დღეა ცნობები ვრცელდება არაოფიციალური წყაროებით.

7 სექტემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონიდან კარგი ამბები აქვთ, თუმცა, ჯერჯერობით არ დაასახელებენ იმ დასახლებულ პუნქტებს, სადაც უკრაინის დროშა ბრუნდება.

XS
SM
MD
LG