Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეფე ჩარლზმა განცხადება გამოაქვეყნა დედოფლის გარდაცვალების გამო

დედოფალი ელისაბედ მეორე (1926-2022) და ჩარლზი.
დედოფალი ელისაბედ მეორე (1926-2022) და ჩარლზი.

ბუკინგემის სასახლემ, გაერთიანებული სამეფოს ახალმა მეფემ ჩარლზ III-მ გაავრცელა განცხადება დედოფლის, ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო.

„ჩემი საყვარელი დედის, მისი უდიდებულესობის, დედოფლის გარდაცვალება უდიდესი მწუხარების მომენტია ჩემთვის და სამეფო ოჯახისთვის“, წერს ჩარლზი, რომელიც 73 წლის ასაკში 2022 წლის 8 სექტემბერს გახდა გაერთიანებული სამეფოს მეფე.

ჩარლზი თავის განცხადებაში წერს: „ვიცი, ამ დანაკარგს ღრმად შეიგრძნობენ მთელ ქვეყანაში, სამეფოებსა და თანამეგობრობაში, ასევე ურიცხვი ადამიანი მთელ მსოფლიოში“.

ამ ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი მონარქი, ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს 96 წლისა გარდაიცვალა. მისი 73 წლის ვაჟიშვილი, ჩარლზი ავტომატურად გახდა გაერთიანებული სამეფოს და თანამეგობრობის ქვეყნების მეფე.

ბრიტანეთის ახალი მეფე წერს, რომ „გლოვის ამ პერიოდში მე და ჩემი ოჯახი თავის ვინუგეშებთ და გავმაგრდებით იმის ცოდნით, რომ დედოფლის მიმართ ფართოდ იყო გავრცელებული პატივისცემა და სიყვარული.“

XS
SM
MD
LG