დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი დაუნინგ სტრიტზე სიტყვით გამოვიდა დედოფალ ელისაბეტის გარდაცვალების შემდეგ.
"ჩვენ ყველანი განადგურებულები ვართ დედოფლის სიკვდილით, რაც უზარმაზარი შოკია ერისა და მსოფლიოსთვის", - თქვა მან.
პრემიერმა დედოფალი აღწერა, როგორც "კლდე, რომელზედაც აშენდა თანამედროვე ბრიტანეთი" და მანვე დაამატა: "ბრიტანეთი დიდებული ქვეყანაა სწორედ მისი დამსახურებით".
ლიზ ტრასის თქმით, დედოფალი მისი, ისევე როგორც მრავალი ბრიტანელისთვის, პირადი შთაგონება იყო.
"მისი მოვალეობისადმი ერთგულება მაგალითია ყველა ჩვენგანისთვის", - განაცხადა მან.
ბრიტანეთის პრემიერმა თავისი გამოსვლა დაასრულა სიტყვებით: "ღმერთმა დალოცოს მეფე".
სამეფო ოჯახმა დაადასტურა, რომ ახალი მეფე ოფიციალურად იქნება ცნობილი, როგორც მეფე ჩარლზ III.
დიდი ბრიტანეთის ყველაზე ხანგრძლივი მონარქი, ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს 96 წლისა გარდაიცვალა. მისი 73 წლის ვაჟიშვილი, ჩარლზი ავტომატურად გახდა გაერთიანებული სამეფოს და თანამეგობრობის ქვეყნების მეფე.
ბრიტანეთის ახალი მეფე წერს, რომ „გლოვის ამ პერიოდში მე და ჩემი ოჯახი თავის ვინუგეშებთ და გავმაგრდებით იმის ცოდნით, რომ დედოფლის მიმართ ფართოდ იყო გავრცელებული პატივისცემა და სიყვარული.“