70-წლიანი მმართველობის შემდეგ, 96 წლის ასაკში 8 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II გარდაიცვალა.
დედოფალი ელისაბედ II – 70 წელი დიდი ბრიტანეთის ტახტზე

1
დედოფალი ელისაბედი და პრინცი ენდრიუ ლონდონის ვესტმინსტერის სააბადოში მიდიან. 29 მარტი, 2002.

2
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები დგანან პრინცესა ელისაბედის და ედინბურგის ჰერცოგის ფილიპეს გარშემო, მათი ქორწინების დღეს. ბაკინგემის სასახლე, 20 ნოემბერი, 1947.

3
დიდი ბრიტანეთის პრინცესა ელისაბედი. 16 ოქტომბერი, 1951.

4
კენტერბერის ეპისკოპოსი ელისაბედს მახვილს გადასცემს მისი კორონაციის ცერემონიის წინ. ვესტიმსტერის სააბატო, 2 ივნისი, 1953.

5
დედოფალი ელისაბედ II მისი კორონაციის დღეს. 2 ივნისი, 1953. მისი კორონაცია პირველი იყო, რომელიც ტელევიზიით გადაიცა.

6
დედოფალი, პრინცი ფილიპე და მათი სამი შვილი (ანა, ენდრიუ და ჩარლზი) ბალმორალის სასახლეში, 1960 წელს. მეოთხე შვილი, პრინცი ედუარდი 4 წლის შემდეგ დაიბადა.

7
დედოფალი ელისაბედი ხვდება ირანის შაჰს, მუჰამედ რეზა ფაჰლავის თერიანის გოლესტანის სასახლეში. 2 მარტი, 1961 წელი.

8
დედოფალი თავის ორ ვაჟთან, პრინც ენდრიუსთნ და პრინც ედუარდთან ერთად ბაკინგემის სასახლეში წიგნს კითხულობენ, 1971 წელი.

9
დედოფალი აშშ-ის პრეზიდენტ ჯიმი კარტერს (მარჯვნივ) და საფრანგეთის პრეზიდენტ ვალერი ჟისკარ-დ’ესტენს ხვდება ბაკინგემის სასახლეში. 1977 წლის მაისი.

10
დედოფალი ელისაბედი პრინც ჩარლზთან და მის საცოლესთან, ლედი დიანასთან ერთდ. 1981 წლის მარტი.